შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, საოკუპაციო ხაზთან, უკანონოდ აღმართულ ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდოდ საბრძოლო მასალა F-1 ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, F-1 ტიპის მსგავსი, ე.წ. სტრაიგ ბოლის სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.