შსს-ს ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას ოჯახს შესთავაზეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა მიიღოს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის„ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახის წევრებს შესთავაზეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.
„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს სცემეს, გარდაიცვალა.