შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო 
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო.მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ხარაგაულში მომხდარ, მოქალაქე ა.კ.-ს სიუციდის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ხარაგაულის რაიონულმა სამმართველომ საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს”, – განაცხადეს შსს-ში.

ხარაგაულში 28 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.