შსს-ს ცნობით, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის მიმდინარეობისას დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით, დღეს, 15 ივნისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.
შსს-ს ცნობით, თბილისის ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომანქანები ჩავლენ ელბაქიძის დაღმართზე საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ თაბუკაშვილის ქუჩით ან მარჯვენა სანაპიროზე.
ასათიანის ქუჩიდან თავისუფლებისკენ მოძრავი ავტომანქანები თუმანიანის ქუჩის გავლით გორგასლის მოედანზე მოხვდებიან.
კოტე აფხაზის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ვერცხლის ქუჩის გავლით საიდანაც მოხვდებიან ბარათაშვილის ქუჩაზე. ბარათაშვილის დაღმართიდან ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები მარჯვენა პანუდისთ მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე.
შსს-ში აცხადებენ, რომ აქციის დასრულებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.