შსს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობის აკრძალვაზე ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 3 ივნისს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.
გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება”, – აღნიშნულია განცხადებაში.