შსს - პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს საზოგადოებრივ წესრიგს
შსს - პოლიცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს საზოგადოებრივ წესრიგს

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აკონტროლებს საზოგადოებრივ წესრიგს და ზედამხედველობას უწევს იმ ობიექტებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში განაგრძობენ მუშაობას.

„პოლიცია წესრიგის დამრღვევ მოქალაქეთა მიმართ უზრუნველყოფს დაწესებული სანქციების გატარებას, აჯარიმებს საგანგებო მდგომარეობის წესების დამრღვევ პირებს“, – აცხადებენ შსს-ში.