შსს პარლამენტის თავმჯდომარის სახლთან სამართალდამცველების მობილიზების მიზეზს განმარტავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახლთან სამართალდამცველების მობილიზების მიზეზს განმარტავს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ნუცუბიძეზე, საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
„პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ.
გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“,- განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.