შსს - ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შსს - ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის გამო ავტომანქანების მოძრაობა სრულად აკრძალულია რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ქუჩებზე: ინგოროყვას, ლესია უკრაინკას, სულხან-საბას, ძმები ზუბალაშვილების, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ.