შსს ნინოშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 ივნისს თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე 1994 წელს დაბადებულ მ.ჩ.-ს ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა. ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ი.ქ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.