შსს - მუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია
მუხიანში ელექტროშოკის გამოყენებით ქალზე ძალადობაში ბრალდებული დაკავებულია, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, ძალადობის ფაქტი 30 დეკემბერს მოხდა და ბრალდებული 31 დეკემბერს დააკავეს.
„შსს-მ ძალადობის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული რ.ა. 31 დეკემბერს მუხიანში დააკავეს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროშოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს.
ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.