შსს - მოვუწოდებთ ნამახვან ჰესის მშენებლობის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღდმეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.