შსს მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილებს, შეწყვიტონ კანონდარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს
შსს მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილებს, შეწყვიტონ კანონდარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.