შსს - მე-17 უბნის მიმდებარედ ინციდენტზე გამოძიება მუქარის მუხლით, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდის ოლქში, მე-17 უბნის მიმდებარედ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მუქარის მუხლით, შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ვერის პოლიციაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვები მიმდინარეობს.
ამასთან, დღეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მისი თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტია ასახული.