შსს-მ ზუგდიდში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე ნარკორეალიზატორი დააკავა
სამართალდამცველებმა სამეგრელოში ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლოზ დიასამიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 14 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ვ. კ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებას სისტემატურად ახდენდა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველებმა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 150-ზე მეტი პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.