შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ჭ.-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, ოქროს ნივთებს, ასევე დანაზოგ ფულს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.
„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.