შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე, კომპანია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურში შეიჭრა, ოპერატორს დანის მუქარით 290 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ბ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.