შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში მკვლელობა სავარაუდოდ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა
2018 წლის 8 აგვისტოს ვარკეთილი N3-ის პირველი მიკრორაიონის 25-ე კორპუსის სადარბაზოში მკვლელობის ფაქტი გაიხსნა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები 1989 წელს დაბადებული ც.გ.-ს დასაკავებლად.
პირველადი ინფორმაციით, მკვლელობა გუშინ საღამოს, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულია 41 წლის მამაკაცი. ასევე, დაჭრილია 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება მკურნალობა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.