შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გვიან ღამით მომხდარი დაჭრის საქმეზე ერთი პირი ამხილა – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის იარაღი – დანა. დანაშაულში მხილებულ პირს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში გვიან ღამით ორი ძმა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტი ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა.