შსს-მ თბილისში დააკავა მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა
თბილისში დაკავებულია მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება, სავარაუდოდ მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, რომელიც დაარღვია.