„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც „ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელი – თ.ე. თავის თანამშრომელს – ბ.ე.-ს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.