შსს-მ შპს „ალბატროსში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა
შსს-მ შპს „ალბატროსში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

შპს „ალბატროსში“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება.

„30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიმართა ახალი ამბების ერთ-ერთი სააგენტოს ჟურნალისტმა. მისი განცხადებით, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ცნობილი გახდა, რომ შპს “ალბატროსის” შენობის სხვენში ნარკოტიკული საშუალება ინახება.

გლდანის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის მომართვიდან რამდენიმე საათში, გადაუდებელი აუცილებლობით, დასახელებულ კომპანიაში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს“, – განაცხადეს შსს-ში.