საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შარშან 1 192 293 ვიდეოჯარიმა დააფიქსირა. მათ შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესამე კვარტალზე (ივლისი-სექტემბერი) მოდის.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში 200 ათასი ვიდეოჯარიმა დაფიქსირდა, მეორეში – 245 ათასი, მესამეში – 476 ათასი, მეოთხეში კი 269 ათასი.
ვიდეოჯარიმების ჯამურმა თანხამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამასთან, მძღოლების ნაწილმა (411 421 ქვითარი) ჯარიმა 10 დღის ვადაში გადაიხადა. შესაბამისად, მათზე 20-პროცენტიანი ფასდაკლება გავრცელდა. შეღავათით გადახდილი ვიდეოჯარიმების თანხამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2017 წელს შსს-მ დაახლოებით 400 ათასი ვიდეოჯარიმა დააფიქსირა, რომლის თანხამ ჯამში 14.7 მილიონი ლარი შეადგინა.