შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საპროტესტო მსვლელობის მონაწილე სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო მსვლელობის დროს სამი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.
„შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სამი პირი დააკავა. შსს დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავება“, – აცხადებენ შსს-ში.