შსს-მ სამეგრელოში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა
შსს-მ სამეგრელოში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავა, 1994 წელს დაბადებული ზ.უ. და არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ლ.ჩ. კი ამხილა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ს.-მ, ორ თანამზრახველთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ ლ.ს.-მ სხვადასხვა დროს ზუგდიდსა და მის მიმდებარე სოფლებში კიდევ 4 მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა და ნაქურდალის უკანონო რეალიზაცია მოახდინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.