შსს-მ სამეგრელოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შსს-მ სამეგრელოში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ა. ჯ. და 1981 წელს დაბადებული პ. ჯ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ ორ პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს. სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.