შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)

შსს-მ ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით)“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.