შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ახალციხეში, 1976 წელს დაბადებული მ.ი., 1980 წელს დაბადებული მ.ქ. და 1976 წელს დაბადებული დ.ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაფე-ბარებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით გამოჰკითხეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.