შსს-მ ნინოწმინდაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა 
შსს-მ ნინოწმინდაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა 

შსს-ს სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.