შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის კასპში ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის კასპში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით კასპში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 14 აბი ამოიღეს. ასევე, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 10 ძირი ნარკოტიკული მცენარე კანაფის ნერგი ამოიღო.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.