შსს-მ მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში ერთი პირი დააკავა
შსს-მ მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ფ.მ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა შ.ი. დანაშაულის ჩადენის დღესვე, კახეთში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.