შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს-1980 წელს დაბადებულ რ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“ ,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.