შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტზე გამოძიება 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში ერთ-ერთი პირი საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს ყრის.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მოუწოდა მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით გაერკვეს ვითარებაში.