შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა 
შსს-მ ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული დააკავა 

შსს-მ თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თბილისში ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებული დ.ქ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა რამოდენიმე საათში ბრლადებული თბილისში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.