შსს-მ ლადო ბედუკაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ლადო ბედუკაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე იდენტიფიცირებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

გავრცელებული ინფორმაციით, ლადო ბედუკაძე რუსთაველის გამზირზე ყოფილმა პატიმარმა სცემა.