შსს-მ ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ქურდობის ექვსი, ძარცვის სამი და ყაჩაღობის ერთი ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაკავებული ა.ა. თბილისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებ გ.ფ.-ს უცნობმა პირებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ა.ა. თბილისში დააკავეს, მისი თანამზრახველის იდენტიფიცირების მიზნით კი მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ყაჩაღობისა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა. დაკავებულია ხუთი პირი, მხილებულია ორი არასრულწლოვანი. ასევე, გახსნილია, ბოლო პერიოდში ახალციხეში მომხდარი ძარცვის სამი და ყაჩაღობის ერთი ფაქტი.