შსს-მ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად, არიან დაშავებულები.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.