შსს-მ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა
შსს-მ გლდანში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ლ.ჯ. ტექნიკის მაღაზია „სმაილის“ გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა არასრულწლოვანმა – ლ.ჯ.-მ ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში უკანონოდ შეაღწია და იქ გამოფენილი მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

ვიტრინის ჩამტვრეულ შუშაზე, დაკავებულმა არასრულწლოვანმა ხელის თითები, პოლიციის თანამშრომელმა კი მკლავი დაიზიანა.

არასრულწლოვანი ლ.ჯ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.