შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.