შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. და 1977 წელს დაბადებული გ.ფ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
„ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა,ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ჯამში 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი“ ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.