„ევროპული საქართველოს“ ორი წევრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს
„ევროპული საქართველოს“ ორი წევრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი და მძღოლი ბესო შავაძე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილისა და ოთო კახიძის თქმით, სატვირთო ავტომობილით დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა გადაჰქონდათ და ამ დროს მოხდა მათი წევრების დაკავება. რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, ის პარტიის წევრებისთვის უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულია ორი პირი. მათშორის ერთი მძღოლი. მანქანა გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.