შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 132 პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებიდან 41 პირი ქურდობისთვის იყო ძებნილი, ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, 15 – თაღლითობისთვის.
ამასთან, როგორც შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი იყო სამი პირი, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის – რვა პირი, სხვისი ქონების მითვისებისთვის – ასევე რვა პირი, ხოლო ყაჩაღობისთვის – ერთი.