შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც გუშინ, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.