შსს-მ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა
შსს-მ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შვიდი პირია დაკავებული.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გუშინ გვიან ღამით არაერთი პირი დაკითხეს. დაკავებულები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.