შსს-მ ახალციხეში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ახალციხეში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ 1992 წელს დაბადებული ი.კ., ირანის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.კ.-მ ირანის მოქალაქეს – 1990 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს თავისი ნაცნობი პროკურატურის თანამშრომლად გააცნო და ვითომდა სისხლის სამართლის საქმეზე გადასახდელი ჯარიმის სახით 500 ლარი გამოართვა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.