შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.