შსს ხობში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შსს ხობში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს – 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზ.უ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მკვლელობა ხობის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა.