შსს - კასპში ყაჩაღობისთვის დაკავებული ორი პირი 2013 წელს არის ამნისტირებული
პოლიციამ კასპში მომხდარ ყაჩაღობაზე ორი პირი დააკავა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნივთმტკიცებად ამოღებულია გატაცებული ოქროს ნივთები.
„ორივე მათგანს ამნისტია 2013 წელს შეეხოთ და საპატიმრო დაწესებულება 2016 და 2017 წლებში დატოვეს. გვსურს აღვნიშნოთ, ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით მართლმსაჯულების სისტემის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შეწყალების ისე ამნისტიის კომპონენტში”, – განაცხადა ჭელიძემ.