შსს - გურიაში, სტიქიის ზონაში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება
სტიქიის ზონაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში ამ დრომდე მიმდინარეობს შესაბამისი ძალებისა და ტექნიკის მობილიზება.
შსს-ში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში სამაშველო და სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მაშველები მიდიან ყველა იმ სოფელში, რომელიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და მოქალაქეებს ყველა საჭირო პროდუქტით და პირველადი მოხმარების ნივთით უზრუნველყოფენ.
ჯამში, ამ დროისთვის ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში 10 -ზე მეტი სოფელია, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილია. 20-მდე სახლი სრულად განადგურებულია. დაზიანებული სახლებიდან ხდება მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. სახიფათო ადგილებიდან უკვე 50-ზე მეტი ოჯახია გამოყვანილი.