შსს გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში წარდგეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მინისტრი გიორგი გახარია წარდგეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მზად არიან, ოპოზიციისთვის სასურველ დროს პარლამენტში გამოცხადდნენ.
„ვერც ერთ შეხვედრას ვერ მეტყვით, როცა ოპოზიციამ პარლამენტში დაგვიბარა და შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში არ გამოცხადდა. მზად ვართ, მათთვის სასურველ დროს გამოვცხადდეთ და მათ შორის იმ სიახლეებზე ვისაუბროთ, რაც გამოძიებას აქვს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.