შსს - ექვსივე დაშავებული არასრულწლოვანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოსწავლეები დაშავდნენ, განცხადებას ავრცელებს.
„ქალაქ თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.